13:04 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 13:53:13, 670 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, პიტერ ვიბლერს შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით გაწეული მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ სამინისტროს აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა კონკრეტული მიზნებით, რომლის განხორციელებაც სექტორში არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხი, რაშიც პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში არსებული ვითარების გამო.

მხარეებმა ღვინის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის საერთაშორისო ბაზრების  მაქსიმალური დივერსიფიკაციის საკითხზე. 

„ჩვენ შევძელით, მოკლე დროში, 80%-დან 57%-მდე შეგვემცირებინა ღვინის ექსპორტის წილი რუსეთის ბაზარზე. ძალიან აქტიურ კამპანიას ვეწევით ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, თუმცა, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს. იმპორტიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებისთვის, რითაც ხელს ვუწყობთ ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას. ამ პროცესში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ქართული ღვინო უფრო პოპულარული გახდეს ამერიკის ბაზარზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.  

შეხვედრაზე, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარს დაუჭერს; საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით ეცდება, გამოინახოს ყველა შესაძლო გზა ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის. ასევე, პროფესიული ტრენინგების საშუალებით, ქართველ ფერმერებს დახმარება გაეწევათ, რათა მათ გააუმჯობესონ ხორბლის ხარისხი და უხვი მოსავალი მიიღონ. 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ვიბლერმა, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტული მიმართულება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებია და, შესაბამისად, USAID აქტიურად მუშაობს და მხარს უჭერს  საქართველოში განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებას. 

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics