13:50 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 13:35:13, 791 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციის მოწყობა იგეგმება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იგეგბმება პროვოკაციის მოწყობა, რის შემდეგაც, ეს პროვოკაცია საქართველოს ოპოზიციას უნდა დაბრალდეს.

როგორც ექს-პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პროვოკაციის შედეგად, რუსეთი აპირებს, რომ საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს ოკუპირებული ტერიტორიების ნეიტრალიტეტის გამოცხადება.

„სხვადასხვა დიპლომატიური წყაროებიდან და მათ შორის, ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან მე მომივიდა ინფორმაცია, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ხედავთ, რომ მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის  „ომის პარტია“. იცით, მე მეზიზღება ომი და ჩემი ყველა კოშმარული სიზმარი არის, რომ ვარ პეკინზე, ჩემს სახლში, ბომბავენ ჩემს მეზობლებს, ჩემ ეზოს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე ომმა დამიტოვა ტრავმა და მინდა იცოდეთ, რომ ომი მეზიზღება ყველაზე მეტად და დარწმუნებული ვარ, ომი ეზიზღება ყველა ნორმალურ ადამიანს და თუ დააკვირდით, ომზე არავინ არ საუბრობს გარდა მთავრობისა, ერთი ჯგუფისა. ომზე საუბრობენ მუდმივად ისინი, ჩვენგან სიტყვა ომი არასდროს არ ყოფილა და ეს სერიოზულად დაფიქრების წყაროა. 

საქმე იმაშია, რომ საუბარია იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით, გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც, ეს პროვოკაცია დაბრალდება საქართველოს  ოპოზიცურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი. ეს არის, რაც იგეგმება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics