13:50 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 17:50:18, 707 ნახვა

პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს - ვითხოვთ, შეიქმნას არასაფრენი ზონა უკრაინის ცაში, ყველაზე ბნელ დროს, მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა და გამოსვლისას კიდევ ერთხელ ითხოვა, რომ ჩაკეტონ უკრაინის ცა.

როგორც ვოლოზიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის ცის ჩაკეტვა ერთადერთი საშუალებაა, რითიც შეიძლება შეჩერდეს რუსეთის თავდასხმა ქვეყანაზე.

„ვითხოვთ, შეიქმნას არასაფრენი ზონა უკრაინის ცაში. ბევრია რასაც ვითხოვთ? ეს ერთადერთი საშუალებაა შევაჩეროთ რუსეთის თავდასხმა ჩვენ ქვეყნებზე. თუ ეს ძალიან ბევრია, გეტყვით გამოსავალს, ჩვენ გვჭირდება თავდაცვის სისტემები იმისთვის, რომ შევაჩეროთ ასეთი საშინელი თავდასხმა ციდან ჩვენს ქვეყანაზე, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და ამით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპას ვეხმარებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ის კონგრესმენებს, მეტი გააკეთონ, სანამ რუსული სამედრო მანქანა არ გაჩერდება.

„ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს, მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ. სანქციების ახალი პაკეტებია საჭირო, მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა არ გაჩერდება. შეზღუდვებია საჭირო ყველასთვის, ვისზეც ეს უსამართლო რეჟიმია დაფუძნებული“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics