05:27 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 14:47:00, 774 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - „ოცნებამ“ დაიწყო კუდიანებზე ნადირობა, მთავარ კუდიანად დანიშნა ზურაბიშვილი, პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიცია

„ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადა - მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს არ აპატია პარლამენტში გაკეთებული გუშინდელი განცხადებები და დარბაზში უკრაინის ელჩის წარმომადგენელთან ერთად შესვლა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული. სალომე ზურაბიშვილს არ აპიტიეს ის, რომ მან სიმბოლურად პარლამენტის დარბაზში შემოიყვანა უკრაინის ელჩი და ამისთვის სჯიან. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა კუდიანებზე ნადირობა - მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები. პირადად, ბიძინა ივანიშვილმა არ აპატია განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა, რომ პარტია იმართება პოლიტიკური ინტერესებით და არა კანონის შესაბამისად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics