13:52 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 13:29:48, 685 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ჩანს, შეცდომაშია შეყვანილი, ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი გაუგებრობაში აღმოჩნდა, აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი გაირკვევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქე და პირველ რიგში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვალდებული არიან პატივი სცენ ქვეყნის კონსტიტუციას.

„მე აღარ გავიმეორებ იმას, რაც ჩვენი პოლიტსაბჭოს წერილში იყო ახსნილი, განმარტებული. მე ერთს დავამატებდი, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე და პირველ რიგში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გვევალება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მოვალეობა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, ანუ კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ამდენი გამოწვევა და პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური თუ ტერიტორიული პრობლემები, თუ სხვა, რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები, ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი. ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება“, - განაცხადა პრემიერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics