13:50 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 09:06:13, 648 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-მა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სექტორის 11 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

აშშ სანქციებს აწესებს რუსეთის თავდაცვის სექტორში ჩართულ 11 რუს ჩინოვნიკზე უკრაინაში მისი შეჭრის გამო, რასაც მოჰყვა დიდი რაოდენობით მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის.

ამის შესახებ, უკრაინული ტელეარხი TSN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს ვიქტორ ზოლოტოვს, როსობორონექსპორტის გენერალურ დირექტორს ალექსანდრე მიხეევს, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორს დიმიტრი შუგაევს, ასევე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის რვა მოადგილეს: ალექსეი კრივორუჩკოს. ტიმურ ივანოვი, იუნუს-ბეკ ევკუროვი, დიმიტრი ბულგაკოვი, იური სადოვენკო, ნიკოლაი პანკოვი, რუსლან ცალიკოვი, გენადი ჟიდკო.

სანქციები ითვალისწინებს ჩამოთვლილი პირების ყველა ქონების ბლოკირებას, რომელიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში ან ეკუთვნის ან აკონტროლებს შეერთებული შტატების ფიზიკური და იურიდიული პირები.

„გარდა ამისა, დაბლოკილია ნებისმიერი იურიდიული პირის ქონება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფლობს სანქციების სიაში შეყვანილი ერთი ან მეტი პირის 50 პროცენტს ან მეტს“, - დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics