|
2022-03-14 13:15:34, 1181 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა
კიდევ ერთი დრამატული კვირა გავიდა და მოვლენათა სამომავლო განვითარების კუთხით, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამავდროულად, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის მხრივ, როგორც ჩანს, პროგნოზი კვლავ თიბისი კაპიტალის დროული და დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარებს შორისაა. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარი გამყარდა, რაც სავარაუდოდ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილის შეფასებას ასახავდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ამაზე ასევე მიუთითებს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია. მაშინ, როდესაც, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში, ლარის წონასწორულ კურსზე საუბარი რთულია, თიბისი კაპიტალის სამ ფაქტორიანი ჩარჩოს მიხედვით, მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც ახლა უკვე ლარი შეფასებასთან შედარებით უფრო გამყარებული ჩანს, ვიდრე გაუფასურებული. ასევე საყურადღებოა, რომ დეპოზიტების უფრო მეტად ვალუტაში და ამავდროულად, სესხების უფრო მეტად ლარში ფორმირების ალბათობა გაზრდილია, რასაც ე.წ. „შოკის გამაძლიერებლის" საკმაოდ ძლიერი ეფექტი აქვს.
განახლებული მონაცემების მხრივ, გასულ კვირაში, ეროვნული ბანკის თებერვლის ბალანსი გამოქვეყნდა და საერთაშორისო რეზერვების მცირედი კლება დაფიქსირდა. სავარაუდოდ, ამის ძირითადი მიზეზი მთავრობის სავალუტო ოპერაციები იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, მომდევნო პერიოდში ამ კუთხით საპირისპირო დინამიკა უნდა ვიხილოთ, რადგან მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის საგარეო დაფინანსება გაიზრდება. ასევე, საქსტატმა 2021 წლის მე-4 კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლები გამოქვეყნა. მოლოდინების შესაბამისად, სააქციო კაპიტალის კომპონენტი სუსტი იყო, თუმცა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ვალის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემოსავლების რეინვესტირების მაჩვენებელი კი, შედარებით დაბალი იყო. "თიბისის მთავარი ეკონომისტის" 14 მარტის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
ტრამპმა თავისი მრავალმილიარდიანი შემოსავალი ქვეყნისთვის სასარგებლოდ ახსნა
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გადახედვას საჭიროებს
კობახიძე - დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)