15:29 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 13:59:44, 901 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა, ეს არაა რისკების შემცველი

თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ სირცეში აკეთონ საქმე, ჩვენ ეროვნების მიუხედავად, მივცემთ კანონის შესაბამისად საქმის კეთების შეესაძლებლობას, -  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში ჩამოსულ რუსებზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა, თუმცა მისივე თქმით, ეს რისკების შემცველი არ არის.

„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, სტატისტიკა არის შემდეგი-დეტალური ინფორმაცია, რიცხვები არ მახსოვს ზუსტად და შს მინისტრს ექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის კოლეგებთან მთავრობის სხდომაზეც. ეს სტატისტიკა საინტერესო იყო ყველა ჩვენგანისთვის. შს მინისტრმა ამის თაობაზე ინფორმაცია მოგვაწოდა, მას უახლოეს ხანებში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტის ფორმატში და აქაც გააკეთებს უფრო დეტალურ ანგარიშს ამ საკითხებზე, რაც საზოგადოებას ან პოლიტიკურ ძალებს შეიძლება აინტერესებდეთ, თვითონ სამინისტროც გააკეთებს განცხადებას.

ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა. საზოგადოებაში დავინახეთ, რომ ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს. 2021 წელთან შედარენა არ აროს, რადგან საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა და მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის.

რაც შეეხება დამატებით შეზღუდვებს ამ მოქალაქეების საქმიანობაზე სქართველოში. საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან ალბათ საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ ან საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო გახსნილია და ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულები და არა ერთეული წლები, რომ ჩვენ მოვიზიდოთ მეტი ადამიანები და თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ სირცეში აკეთონ საქმე, ჩვენ ეროვნების მიუხედავად, მივცემთ ადამიანებს კანონის შესაბამისად საქმის კეთების შეესაძლებლობა.", - განაცხადა დავითაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics