06:07 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 17:31:41, 683 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევაზე „სრულიად ალოგიკური ნაბიჯია“

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანაგრძნობის ხარისხი უკრაინელების მიმართ გულწრფელია, ნაცვლად „ნაცმოძრაობისა“, ჩვენ იქ ვერ მივალთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, მივლენ თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები რუსთაველზე, სადაც ეკრანიდან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მიმართავს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმიტომ არ მივლენ იქ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გადადგა „სრულიად ალოგიკური ნაბიჯი“, რაც საქართევლოდან უკრაინის ელჩის გაწვევას უკავშირდება.

„არის ერთიანი, კოორდინირებული მოქმედება და სამწუხაროდ, ამის ნაწილი იყო ის ალოგიკური ქმედება, რომელიც განხორციელდა. მე არ მგონია, რომ ზელენსკის სცხელოდა ამ ტვიტისთვის. იქ არის გარკვეული ძალები, რომლებიც არიან კოორდინაციაში და ეს ალოგიკური ნაბიჯი იყო ამის მაგალითი, რაც გადადგა“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics