|
2022-03-04 10:51:23, 2090 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 671 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 495 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 176 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 620 639-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 22.6% ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.07%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 539 413-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 306 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 193, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 72, გურია - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894, საიდანაც, 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 118, აჭარაში - 270, იმერეთში - 626. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში - 94, იმერეთში - 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 245 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 27, იმერეთში - 18. 61 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)