2022-03-03 09:11:40, 851 ნახვა
პოლიტიკა
მილიონი ხელმომწერი ჰყავს პეტიციას, რომელიც NATO-ს უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას სთხოვს
უკრაინის უმაღლესი რადის „ტელეგრამ“-არხით გავრცელდა ცნობა, რომ მილიონს გადააჭარბა პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობამ, რომელიც ეხება უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას.
პეტიციის ხელმომწერები ამ თხოვნით მიმართავენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანს და უკრაინის მეგობარ ქვეყნებს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 1 მარტს ვიდეომიმართვაში მოუწოდა პარტნიორ სახელმწიფოებს, რუსეთის რაკეტების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისგან „უკრაინის ცის სრული დახურვისკენ".
ღია ვებსაიტზე განთავსებული პეტიციის ქვეშ ხელმოწერა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ იუწყება, რეგლამენტის მიხედვით, ასეთი რაოდენობის ადამიანთა თხოვნას NATO-ს ხელმძღვანელობა განიხილავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,