2022-02-26 12:10:53, 882 ნახვა
პოლიტიკა
„უკრაინისთვის“ - პარლამენტთან, 19:00 საათზე, უკრაინის მხარდამჭერი მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება
„უკრაინისთვის" - ამ სლოგანით დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, უკრაინის მხარდამჭერი მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
„რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!", - წერს მოძრაობა „სირცხვილია" სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,