06:49 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 22:25:36, 667 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - დაიხუროს რუსული და იმ ქართული არხების მაუწყებლობა, რომლებიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა

„დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა“, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოში სხვადასხვა პირების, ტელეარხებისა და საინფორმაციო საშუალებების მიერ რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოში, რუსული ძალა უკვე წლებია აქტიურად მუშაობს.

„ხვალ პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის საგანგებო სხდომაა, მივმართავ პარლამენტარებს იმსჯელონ ამ საკითხზე და მიიღონ გადაწყვეტილება დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთი ნაბიჯი გადადგა ბევრმა ქვეყანამ, ახლა ჩვენი ჯერია!" , - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics