18:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 13:24:55, 605 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - 2008-ში სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს შემოჭრისთვის საბაბი არ სჭირდებოდა

მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარეო მოვლენებს სასამართლო სხდომაზე ეხმაურება.

საააკშვილის თქმით, 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო და სქართველოზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს.

„მე მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც ჯერ არასდროს მომიმართავს. პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ ომის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, საქართველოს შემოერთება, რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საკითხი. ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რაც არ უნდა მექნა მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი. ზელენკიმ ბოლომდე ყველაფერი გააკეთა, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, არ უშველა. როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად, რამდენი „ბაბაია“ არ უნდა უძახო, არ შველის! ამიტომ ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით და ჩვენზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინელები არასდროს დანებდებიან და მსოფლიო რუსეთს დასჯის.

„ რუსეთმა გადაწყვიტა გაგვაუქმოს ჩვენ ყველა და გამოუცხადა ომი მთელ მსოფლიოს. მსოფლიო დასჯის მას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს დამთავრდება მათი გაუქმებით და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით. უკრაინელები არასდროს დავნებდებით. ამას ვამბობ, რადგან უკრაინის პასპორტი მაქვს და ჩემი ცხოვრების, თითქმის, 20 წელი ამ ქვეყანაში მაქვს გატარებული. არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics