19:17 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 14:22:31, 416 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

23 თებერვალი 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა. თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში  მდებარე  გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დაღუპული გმირების ხსოვნას ჯუანშერ ბურჭულაძემ  თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილეებთან და  აკადემიის ხელმძღვანელობასთან ერთად მიაგო პატივი. მინისტრმა  იუნკერების  გმირობის ისტორიები და მათი ღვაწლი   გაიხსენა.

მოგვიანებით,  თავდაცვის მინისტრი პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო მუზეუმში წიგნის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) შეიარაღებული ძალები“ პრეზენტაციას  დაესწრო.  თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და იუნკერებს  წიგნი  ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა და ავტორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა  ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცეც დაათვალიერეს, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით  აკადემიის ისტორიის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობაა წარმოდგენილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics