|
2022-02-23 12:32:23, 359 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს
საქართველო 2022 წლის 25-29 სექტემბერს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც პროკურორების საერთაშორისო ასოციაციის - https://www.iap-association.org/ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "საერთაშორისო მნიშვნელობის პროკურორთა კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნის პროკურატურებს შორის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების და მნიშვნელოვან მიმართულებებზე სიახლეების გაცნობისთვის" - ნათქვამია გენერალური პროკურორის მიმართვაში. ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე ყოველწლიური კონფერენციაზე მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - კიბერდანაშაულის ტიპოლოგიების განვითარება, ელექტრონულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული გამოწვევები საზღვრებს შორის და ფულის გათეთრება ვირტუალური ქონების მეშვეობით. ასევე, კონფერენციის ფარგლებში, პლენარულ სესიებს შორის დაგეგმილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რომლებზეც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტულ აქტუალურ თემებზე იმსჯელონ. კონფერენცია მოიცავს სპეციალურ სესიებს კონკრეტული საკითხებით დაინტერესებული მონაწილეებისთვის. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას საქართველო პირველად უმასპინძლებს. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ქვეყნის ასეულობით დელეგატი დაესწრება და მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP)1995 წელს დაარსდა და პროკურორთა ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 171 ქვეყნის 172 საპროკურორო უწყებას და 3000 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია. კონფერენცია ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, რაც წევრ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)