|
2022-02-21 19:49:31, 653 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო
„სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. ექსპრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება მას ზუსტად ისევე ექცევა, როგორც ცხინვალში მოექცნენ ოკუპანტები გენადი ბესტაევს - სპეციალურად დაელოდნენ მისი სიმპტომების გაღრმავებასა და ჯერ დაინვალიდებას, შემდეგ კი, პრაქტიკულად მკვდარი დააბრუნეს გორში. შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უვადო შიმშილობა მეორედ გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იგი თავისი ჰოლანდიელი ექიმის, დომინიკ ვურჰაგენის მიერ გამოგზავნილ წერილს ასაჯაროებს, რომელშიც პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შემთხვევაში ექიმი ლეტალური შედეგს პროგნოზირებს. „ჩემი ჰოლანდიელი ექიმი, დომინიკ ვურჰაგენი მწერს: "კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა. ეს გამოიწვევს უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმს, ელეტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც, თავის მხრივ, ქსოვილოვან და უჯრედოვან დონეზე უკვე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება". ეს იმიტომ დავდე აქ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ არ ვიცი, რაზე მივდივარ. მე ამას ვაკეთებ შეგნებულად, რათა ყველა, ვინც ფიქრობს - "ხალხისთვის მაინც არავინაა", "ყველა მარტო გამორჩენაზეა", "ეს ქვეყანა მაინც ყველას ფეხზე კიდია" და სხვა რუსულ-ჭორვილური მითი დავამსხვრიო და თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად დაგანახოთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო. დაე, ვინმეს ეს პათეტიკურად და ძველმოდურად ეჩვენებოდეს. თუ ხედავ, რომ ადამიანებს, რომელთაც გინდა დაეხმარო, ჩაუნერგეს, რომ მათთვის მაინც არავინაა, ზოგჯერ ასეთი რამის გაკეთება ხდება აუცილებელი. ცნობისთვის, მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე. ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს. სპეციალურად დაელოდნენ მისი სიმპტომების გაღრმავებას და ჯერ დაინვალიდებას და შემდეგ პრაქტიკულად მკვდარი დააბრუნეს გორში“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)