20:01 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 15:42:06, 463 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - „რიონის ხეობის მცველებთან“ ყოველთვის მზად ვარ დიალოგისთვის, თუმცა, საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად ღია დიალოგისთვის, რაც მათაც შეიძლება დაადასტურონ. მე დღესაც მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისათვის. თუმცა, საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს ვერ იქნება.  საჭიროა სპეციალისტების მოსმენა და მათი ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება," - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საზოგადოებრივი ჯგუფის „რიონის ხეობის მცველების" განცხადებას სამთავრობო უწყებებთან ე.წ. „ღია დიალოგის" შესახებ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ნამახვანი ჰესის საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების  მეშვეობით გახსნილია პლატფორმა და ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა,  მონაწილეობა მიეღოთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ექსპერტებთან ერთად.

„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება არის ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია ევროპაში, რომელსაც აქვს გამოცდილება, საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, აწარმოონ  მედიაცია ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში. მათ ასევე აქვთ კომპეტენცია, პროცესში ჩართული ჰყოლოდათ ექსპერტები  სხვადასხვა მიმართულებით - ამ შემთხვევაში, საუბარია გარემოს დაცვით მიმართულებაზე, გარემოზე ზემოქმედებაზე, ეკონომიკურ საკითხებზე და ა.შ,. ეს პლატფორმა ჩამოყალიბდა, მასში მონაწილეობენ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკის კუთხით, მაგრამ ჩვენ „რიონის ხეობის მცველების" ბევრი აქტივობა და ენთუზიაზმი ვერ დავინახეთ" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმა არსებობს და შესაძლებელია მისი გამოყენება, მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა პირისპირ შეხვედრისა და  გულწრფელი,  ღია საუბრისთვის.
 

„თუმცა, თუ გვაინტერესებს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, მაგალითად, უსაფრთხოების საკითხებზე, გარემოზე ზემოქმედებაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ტარიფებზე, ეკონომიკაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ა.შ. უპრიანია, დავსხდეთ კონკრეტულ, სწორ ფორმატში, სადაც ექსპერტები მონაწილეობენ და ასევე ის ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ მედიაცია და ნეიტრალური როლის შესრულება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა, დასმული კითხვის საპასუხოდ, ასევე კომენტარი გააკეთა კომპანია „ენკასთან" დაკავშირებით. მისი თქმით, პროცესი საკმაოდ რთულია - კომპანიას თავისი პრეტენზიები გააჩნია, რადგან შეფერხდნენ მუშა პროცესში.

„მათ აქვთ გარკვეული წინადადებები, თუმცა, შესაძლოა,  ჩვენ რაღაცეებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცეებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს იქნება სამართლებრივი პროცესი და ბუნებრივია, ვიდრე არ მოხდება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ამაზე მეტ ინფორმაცია ვერ მივაწვდით ვერავის. ჩართული გვყავს საექსპერტო და იურიდიული კომპანიები, მათ შორის, სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები, არსებობს ასევე სასამართლო პროცესები, ამიტომ, უმჯობესია დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც ადეკვატური და სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და განსაკუთრებით, დაინტერესებულ პირებს" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics