19:59 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 12:58:32, 684 ნახვა

პოლიტიკა
TI - წინასაარჩევნოდ 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ 26 მლნ ლარის შემოწირულობა მიიღო, აქედან 73% „ქართულ ოცნება“-ზე მოდის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2021 წლის 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა და შედეგები გაასაჯაროვა. 

TI-ის ცნობით, კვლევისთვის შერჩეულ იქნა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100,000 ლარი შესწირეს. 

როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ (თითოეული 27-28 მლნ ლარამდე იყო) მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები ასეთია :

"13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში დაახლოებით 27.8 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 65% - 18 მლნ ლარი, მმართველ პარტიაზე - „ქართული ოცნება" მოდიოდა. 3 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - „ლელო" 2.5 მლნ  ლარით;

სუბიექტების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 85% (23.7 მლნ ლარი) კერძო (შემოწირულებები და საბანკო სესხი) დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 15% (4.1 მლნ  ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება;

13 საარჩევნო სუბიექტიდან საარჩევნო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ 11-მა მიიღო ჯამში 22.1 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 15.7 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 71%) „ქართულ ოცნებაზე" მოდიოდა, 2.5 მლნ ლარით მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ხოლო მესამეზე - 2.3 მლნ ლარით „ლელო" იყო;

დამატებით გავაანალიზეთ 13 პარტიის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით  მიღებული შემოწირულებები, რამაც  ჯამში 26 მლნ ლარი შეადგინა:  73% - 18.9 მლნ ლარი „ქართულ ოცნებაზე" მოდიოდა, მეორე იყო  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  2.8 მლნ ლარით, ხოლო მესამე - „ლელო" 2.4 მლნ ლარით. პარტიების დონორების დაახლოებით მესამედს იმაზე მეტი ჰქონდა შეწირული, ვიდრე საშუალო წლიური ნომინალური ხელფასია საქართველოში (2021 წლის III კვარტლის მონაცემებით, დაახლოებით 16,422 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 80% მოდიოდა, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს;

საბანკო სესხით მხოლოდ ორმა სუბიექტმა ისარგებლა. პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" 8 სექტემბერს „ლიბერთი ბანკისგან" 12 თვის ვადით 500,000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით, ხოლო „ქართულმა ოცნებამ" 12 ნოემბერს ბანკი „ქართუსგან" 1 მლნ ლარი ისესხა 1.5 თვის ვადით 13.75%-იანი განაკვეთით." - წერია ანგარიშში.

საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯების მიხედვით, 13-მა საარჩევნო სუბიექტმა  2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით სულ 26.9 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 67% - 17.9 მლნ ლარი „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, 3 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე კი - „ლელო“ 2.5 მლნ ლარით;

"საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 65% (17.5 მლნ ლარი) რეკლამაზე მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო ოფისისა და იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 13%) და შრომის ანაზღაურება (5%);

რეკლამაზე ყველაზე მეტი - 12.5 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 13 საარჩევნო სუბიექტის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 72%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (7.9 მლნ ლარი) დაიხარჯა, შემდეგ კი სატელევიზიო რეკლამის ხარჯი იყო 3.8 მლნ ლარით. გარე რეკლამის ხარჯის უდიდესი ნაწილიც - 90% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორ საარჩევნო სუბიექტს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ფინანსურ დეკლარაციაში გარე რეკლამის ხარჯი არ ჰქონდა მითითებული, მაშინ როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლებმა თბილისში ამ სუბიექტების სარეკლამო ბილბორდები დააფიქსირეს; " - აღნიშნულია ინფორმაციაში.

TI ანგარშში პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევებზეც საუბრობს.

" მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს (1 იანვარი - 13 ნოემბერი) ჯამში დაახლოებით 280 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 7 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების" სასარგებლოდ" - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება აღჭურვილი უნდა იყოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც უნდა გაუწიოს ზედამხედველობა;

ამასთანავე, აუცილებელია, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ ბიზნესმენებზე განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე, და შეისწავლოს ხომ არ ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც;

TI-ის რეკომენდაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებული იმ ბილბორდების დაფინანსების წყარო, რომლებზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ჟურნალისტები იყვნენ გამოსახული და კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები;

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს მიზეზები იმისა, თუ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” რატომ არ წარმოადგინეს საკუთარ დეკლარაციებში  გარე რეკლამაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია;

TI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ და დაადგინოს, რატომ აქვს ზოგიერთ პარტიას დეკლარირებული არარეალისტურად მცირე თანხა;

„აუცილებელია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ზედამხედველობის კუთხით მის მიერ გაწეული  საქმიანობის შესახებ შუალედური ანგარიშები გამოაქვეყნოს არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტურის წინ. ასევე, სასურველია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ ამ უწყებამ გამოაქვეყნოს საბოლოო ანგარიშიც;

სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა / საარჩევნო სუბიექტებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და ნაკლებად არიან გახვეული დაფინანსების კორუფციულ სქემებში",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics