2022-02-17 21:18:35, 2509 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - 5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი, დაახლოებით, მე-2 კვარტლიდან იქნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინის მიწოდებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დაახლოებით, 2022 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან, ქვეყანაში, აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.
„5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მალევე იქნება. დაახლოებით, მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა ქვეყანაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,