20:44 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 15:55:00, 510 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ალიანსის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით დაიწყო. სესია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად განიხილა. 

ალიანსის წევრი ქვეყნებისა და უკრაინის თავდაცვის მინიტრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და პატივისცემა გამოხატა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა საქართველოსა და უკრაინის საერთო გამოწვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები  რისკის ქვეშ აყენებს ქართველი და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. მისივე განცხადებით, აღნიშნული გამოწვევების პარალელურად საქართველო განაგრძობს თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარებას, რათა განავითაროს თავდაცვის შესაძლებლობები და გააუმჯობესოს ურთიერთთავსებადობა ნატოსთან.  

სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა ურყევი სტრატეგიული არჩევანია. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის კი, მან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორების მეტ ჩართულობაზე, ნატოს შავი ზღვის სტრატეგიის აუცილებლობასა და ღია კარის პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის არსებული მექანიზმებიც მიმოიხილა და  აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველო ინსტიტუციურ, საწვრთნელ და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს წარმატებით ავითარებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics