|
2022-02-17 13:27:24, 507 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ე.წ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პირი, გვარი „კ“-ზე იწყება
არის კონკრეტული პირი, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებულია, მისი გვარი „კ“-ზე იწყება, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის შეკითხვას, თუ ვის მოიაზრებს მმართველი გუნდი ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ეჭვმიტანილ პირში. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ამ თემაზე კონტრშეტევის მცდელობაა, რომელიც ვერ იქნება წარმატებული. „გვარი „კ“-ზე იწყება. მე არ მითქვამს ვინ არის, „კ“-ზე ჩემი გვარიც იწყება, თუმცა მე არ ვარ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, ეს პირი კი, დაკავშირებულია მათთან. ჩვენ კონკრეტული არგუმენტებით მივიღეთ გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა, არის არაობიექტური და არასამართლიანი ეს არის კონტრშეტევის მცდელობა, თავის დაცვის მიზნით, ეს ტაქტიკა აირჩიეს მათ, თუმცა ეს ვერ იქნება წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი გახდება ცხადი მას შემდეგ, რაც წარიმართება გამოძიება. არის კონკრეტული პირი, „ნაცმოძრაობასთან“, მის ტელევიზიებთან პირდაპირ დაკავშირებული, რომელიც აშკარად არის ეჭვმიტანილი ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)