20:45 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 13:57:36, 575 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი უკრაინას - ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან ვიცით თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ  ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან  კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში, უკრაინის საელჩოში გაიმართა. 

დავით ზალკალიანის თქმით,  ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დღევანდელი მსოფლიო დგას მნიშნელოვანი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი ნაწილების აღიარება და მისი ტერიტორიების 20%- ოკუპაცია, ხოლო ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ სახელმწიფოში.

„დღეს იგივე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. შემაშფოთებელია რუსეთის დუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით. საქართველო გმობს ამ ქმედებას" - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა დიპლომატმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის,  არამედ  მთლიანი ევროპული არქიტექტურისთვის. „არავის აქვს უფლება აუკრძალოს თავისუფალ ქვეყნებს თავად აირჩიოს საკუთარი განვითარების გზა, მეგობრები და ალიანსები.   ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული, დამსახურებული არჩევანის მისაღწევად. „ - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული დღე უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი პროგრესული საზოგადოების  ერთობის დღე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics