21:32 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 12:29:24, 640 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჯაფარიძესა და ნათელაშვილზე - 70 პლენარული სხდომიდან, 70-ვე გაცდენილი აქვთ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს 70 პლენარული სხდომიდან, 70-ვე გაცდენილი აქვთ.

მისივე თქმით, ეს  პარლამენტისა და საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობაა.

„დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის 70-ე პლენარული სხდომა გაიმართება. ორ დეპუტატს, რომელზეც დღეს არის საუბარი, 70 სხდომა აქვს გაცდენილი. ჩემი აზრით, ეს, უპირველეს ყოვლისა, არის დემოკრატიული ინსტიტუტის - პარლამენტისა და საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობა. რა თქმა უნდა, მათ ეს საკითხი საკუთარ ამომრჩევლებთან უნდა გაარკვიონ, თუმცა, ვფიქრობ, და ამაში კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ 70 ანუ ყველა სხდომის გაცდენა, არის დემოკრატიული ინსტიტუტის, რომელსაც პარლამენტი ჰქვია, უპატივცემულობა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ამ საკითხზე სხდომათა დარბაზში ვიმსჯელოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics