01:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 12:08:22, 2269 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - კორონავირუსის პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა, რაც იმედისმომცემია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით პაციენტები, რომლებიც კლინიკებში რჩებიან, ინფიცირბეულნი არიან დეკემბრის ბოლოს - იანვარში, რაც ნიშნავს, რომ საქმეა კვლავ „დელტა“ შტამთან, რაც შედარებით რთულად მიმდინარეობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაიო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, დღეს გამოვლენილი 19 000 შემთხვევა მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა, რაც პროგნოზურად, იმედის მომცემია.

 „ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული რჩება 8 000-ზე მეტი საწოლი, აქედან 6 000-ზე ოდნავ მეტი არის დაკავებული, დღევანდელი მდგომარეობით, 1 300 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და 293 რეანიმაციულში. აქვე აღსანიშნავია, რომ პაციენტების ნაწილი, რომელიც კლინიკებში რჩება, ინფიცირებულია დეკემბრის ბოლოს - იანვარში, ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს კვლავაც დელტა შტამთან, რაც შედარებით რთულად მიმდინარეობს.

ახალი შემთხვევები, 19 000 დაფიქსირდა გასულ სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით არის დაბალი, ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ  ტალღაში გადავიდა, დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა,რაც პროგნოზურად იმედის მომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე უნდა გაგრძლდეს დაკვირვება, რომ ჩვენ გვქონდეს საფუძველი ვთქვათ, რამდენად მოხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის“ პირობებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics