|
2022-02-15 11:34:38, 551 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ გამოდის ინიციატივით, „ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძისა და „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს. შესაბამისი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გამართულ ბრიფინგზე, ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ გააკეთა. „მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენს საერთასორისო პარტნიორებს ვისთანაც გუშინ გვქონდა საუბარი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ხალხისგან მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალბებით და ზეწოლით, თუმცა, მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვექნება და გვაქვს ამაზე საუბარი. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, დღეს, 15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარალამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)