21:32 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 14:21:50, 721 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე უკრაინის მოვლენებზე - ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც

ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ომში, მათ შორის საქართველოშიც. მგონი, ეს იმის გაგრძელებაა, რაც 2008 წელს ვიხილეთ ამ ადამიანებისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითიც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველომ უკრაინის თემაზე ძალიან მკაფიო პოზიცია გამოხატა და საპარლამენტო რეზოლუციით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

„მსოფლიოში სულ იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მიიღო რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი იყო საქართველო, სადაც გამოიხატა ძალიან მკაფიო პოზიცია უკრაინის თემაზე. ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო რეზოლუცია, სადაც მკაფიო სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს და გამოვთქვით ჩვენი სურვილი, რომ ჩვენი წვლილი, ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ ომის არდაშვებაში უკრაინაში. ამაზე ხმამაღალი განცხადება, მგონი, არ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. დანარჩენი, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ არსებული ვითარებით, არის საკმაოდ მძიმე და რთული ტენდენცია. ჩვენ  კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება უკრაინაში, ეს ომი იქნება მძიმე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ევროპისთვის. შესაბამისად, ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომის არდაშვება და აქ თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. დანარჩენი, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი შესაბამისი რეაქციები, ბუნებრივია, გამოხატული იქნება მოვლენების კვალდაკვალ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics