|
2022-02-14 12:35:02, 612 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, სუს-ის უფროსის წინააღმდეგ შესაძლოა საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში იბარებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე, შესაძლოა საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. „საზოგადოებას კარგად აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთოების სამსაური არაერთ სკანდალშია გახვეული, მათ შორის, მეუფეების მოსმენის საქმე, რაზეც განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ და მისი ხელმძღვანელი არც კი შეწუხებულა, როცა მამაოების, მეუფეების, პედაგოგების კრებსებზე იყო საუბარი და მათ შორის, არაერთ სკანდალშია გახვეული, თუ როგორ იპარავენ წინასარჩევნოდ ადამიანებს, როგორ კლავენ დეპუტატებს შანტაჟით, მუქარით, მოსყიდვით. არასდროს, არც ერთხელ, გრიგოლ ლილუაშვილს, სუს-ის ხელმძღვნელს, არანაირი განცხადება ამ მიმართულებით არ გაუკეთებია და რომ უსმენენ მთელს საქართველოს, უსმენენ მამაოებს, მეუფეებს, პედაგოგებს, ფაქტობრივად მათ საძინებლებში წერენ, არასდროს არანაირი რეაგირება არ ჰქონია. გაგიკვირდებათ, რამდენიმე დღის წინ მან მე და რამდენიმე ტელევიზიას უჩივლა სასამართლოში ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომელიც უკავშირდება თაღლითურ დანაშაულს, საიდანაც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და ლილუაშვილი,დაახლოებით მილიარდ დოლარამდე შავ ფულს გამოიმუშავებდნენ, ამასობაში, ამ თანხებს წინასაარჩევნოდ ზონდერების და პროვოკატორების მოსასყიდად იყენებდნენ საარჩევნო უბნებზე. ჩვენი ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი გახდა საერთაშორისო გამოძიების საგანი, ვფიქრობთ, რომ მის წინააღმდეგ დაიწყება უახლოეს მომავალში გამოძიება, როგორც მთავარი ე.წ კრიშა ამ ქოლ-ცენტრების, საიდანაც ძარცვავენ ევროკავშირის მოქალაქეებს. მე დღეს დამატებით, ჩვენს პარტნიორებს, ევროპელ კოლეგებს ჩავაყენებ საქმის კურსში ოფიციალური წერილით, ასევე ჩვენ დღეს ვითხოვთ გრიგოლ ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში და შესაბამისი წერილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გაიგზავნება, რომ ის მობრძანდეს კომიტეტზე და კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით გაგვცეს პასუხები“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)