|
2022-02-12 22:27:27, 1861 ნახვა
სხვადასხვა
ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ აშშ ყველა სცენარის განვითარებისთვის მზადაა, რაც რუსეთს ძვირი დაუჯდება
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პრესრელიზი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც, დღეს სატელეფონო საუბრისას გაიმართა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, სწრაფ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. „ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს მასობრივ ჰუმანიტარულ შედეგებს და შეასუსტებს რუსეთის ავტორიტეტს“, - ნათქვამია თეთრი სახლის პრესრელიზში. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენმა პუტინს უთხრა, იმის შესახებ, როგორაა შეერთებული შტატები მზად გააგრძელოს კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზა, მაგრამ თანაბრად მზადაა სხვა სცენარისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სატელეფონო საუბარი გამართეს, საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი დაიწყო დილის 11:04 საათზე ET (მოსკოვის დროით 19:04) და დასრულდა 12:06 ET (მოსკოვის დროით 20:04).
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)