|
2022-02-11 18:23:46, 733 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - თავიდანვე მხარი დავუჭირე ზურაბიშვილის ინიციატივას, თუმცა დრო არ გვაქვს, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად უნდა გავერთიანდეთ
„თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე, თუმცა დასაკარგი დრო არ გვაქვს, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად უნდა გავერთიანდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, საეჭვოა "თანხმობის პროცესის“ ამოქმედება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პროცესები, მათ შორის საპროტესტო მუხტი ისევ სწრაფად დაიძრა. ექსპრეზიდენტის სიტყვით, სახელმწიფოს სალონური საუბრების ფუფუნება არ აქვს. მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების მისაღწევა. „მე თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე და ახლაც მომწონს ზოგადი იდეა. რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ პროცესმა ვერ მიგვიყვანა წარსულის ერთნაირ შეფასებებზე. ასეთი ერთნაირი შეფასება მსოფლიოს უმეტეს ნაწილებში არ არსებობს და იქ რაღაცნაირად ცხოვრობს ხალხი და პოულობს საერთო ენას.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)