22:20 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 17:36:19, 632 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე - მე არა ვარ ისტორიკოსი, რომელიც წარსულს შეაფასებს, ამ ფორმატში ჩემი ჩართულობა უშედეგო იქნება

მე არა ვარ ისტორიკოსი, მე ვარ მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ამ ფორმატში ვფიქრობ, ჩემი ჩართულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება. - ამის შესახებ ნინო  ბურჯანაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მხარეები ეროვნული თანხმობის პროცესზე საუბრობდნენ.

ბურჯანაძის თქმით, მისთვის სასაუბრო ფორმატი მაშინ არის მისაღები თუ ეს  პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შანსს იძლევა.

„წარსულის შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის ახლა აქტუალური. მე არა ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით მექნება ჩემი პოლიტიკური ხედვა. უბრალოდ ამ ფორმატში ვფიქრობ, ჩემი ჩართულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება.

კიდევ ვიმეორებ, ველოდი, რომ იქნებოდა რაღაც პოლიტიკური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, სადამდე მივიდა ქალბატონი სალომე ამ კონსულტაციების დროს. როგორც ჩანს, უბრალოდ დღეს სხვა ფორმატი იყო ჩაფიქრებული. ჩემთვის ნებისმიერი ფორმატი მნიშვნელოვანი და აქტუალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფორმატი გვაძლევს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შანსს და გეგმებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics