07:46 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 15:49:15, 820 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი ეროვნულ თანხმობაზე - წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ მომავალზე უნდა ვკონცენტრირდეთ

ეროვნული შერიგების პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისვე თქმით, ომბუდსმენი  პროცესში იმ შემთხვევაში ჩაერთვება თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება.

"ჩემი აზრით ამ პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე. რა თქმა უნდა, წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, მათ შორის წარსულის შეფასება იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ ჩვენ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შეთანხმება კონკრეტულად როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, როგორი ინსტიტუტები უნდა გქონდეს ქვეყანაში.

ბოლო პერიოდში მე მაინც მესმის პრეზიდენტისგან ის გზავნილები, რომ მთავარი აქცენტი ამ პროცესის იქნება წარსულის ისტორიული შეფასება, ამიტომ მე დღეს მოვედი, რადგან ვნახო რა არის პრეზიდენტის გზავნილი და ხედვა ამ პროცესთან დაკავშირებით და ჩემი პოზიციაც ვთქვა, რომ საკუთარ ჩართულობას ჩემი მანდატიდან გამომდინარე ამ პროცესში ვხედავ, თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება და მიმართული იქნება ამ პრობლემების მოგვარების და გამოსავლის ძიებისკენ. თუ იქნება მხოლოდ ისტორიული შეფასება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქ რაღაც როლი და მანდატი არ აქვს და შესაბამისად, მივიღებ გადაწყვეტილებას. "- ამბობს ნინო ლომჯარია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics