|
2022-02-10 10:50:34, 945 ნახვა
პოლიტიკა
Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი - არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელებს
მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, – ამის შესახებ პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის, ვალენტინო ვალენტინის განცხადებაშია ნათქვამი. ვალენტინო ვალენტინი Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის წევრის, მატეო დალოსოს ორგანიზებით იტალიის პარლამენტის მედიაცენტრში, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა, რომლის სახელწოდება იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. „შევიტყვეთ დეპუტატ დალოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის Forza Italia პოზიციას. ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად“, – ნათქვამია პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში, რომლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)