07:46 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 14:03:07, 1833 ნახვა

პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„განვახორციელეთ ცვლილებები და ამის თაობაზე მინდა საზოგადოებას ვაცნობო. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ბატონი ლევან დავითაშვილი, ძალიან წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, ბოლო 5 წელი ერთგულად ემსახურა სამინისტროს და ქვეყანას. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, ის განათლებით ეკონომისტია და მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ამავდროულად, ის ვიცე-პრემიერია.

რაც შეეხება ქალბატონ ნათიას, პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა მას, ის 3 წელი იყო მინისტრი და ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი, მას აქვს თავისი გეგმები და ხედვები, ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ მოგვიანებით და კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics