|
2022-02-08 13:25:57, 2038 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიამ განმარტა, რამდენ დღემდე შეიძლება შემცირდეს უსიმპტომო პაციენტებისთვის იზოლაციის ვადა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, რამდენ დღემდე შესაძლოა შემცირდეს იზოლაციის ვადა კოვიდინფიცირებული უსიმპტომო პირებისთვის. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, იზოლაციის ვადა შესაძლოა შემცირდეს იმ დათქმით, რომ პირმა მე-5 დღეს, კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ბიზნეს აქტივობა გააგრძელოს. „ჯერჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვლავაც რჩება რვა დღე, თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ, სხვა ქვეყნების ვალდებულება არსებობს, სადაც იზოლაციის ვადა იმ დათქმით, რომ მე-5 დღეს ჩატარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირმა გააგრძელოს ჩვეული ბიზნეს აქტივობა, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენებით, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვაც და სამსახურში დროულად დაბრუნება, მნიშვნელოვანია. ამ კვირაში დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნია.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)