23:09 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 18:34:31, 746 ნახვა

პოლიტიკა
ინსპექტორი - სააკაშვილთან დაკავშირებული მასალები იმ შემთხვევაში გასაჯაროვდება, თუ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნება

სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

ლონდა თოლორაიას თქმით,  მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას.

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი რასაც სამსახური პატივს სცემს, საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს ქმედება უნდა იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი. 

შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები. 

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი. სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას". - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა თოლორაიას მოუწოდა, გამოაქვეყნოს ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს მის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics