|
2022-02-07 12:33:19, 873 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - კომპანია „თელმიკომ“ ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვა ჩვენი თანამოქალაქეები
,,კომპანია ,,თელმიკომ' ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები. - ასე გამოეხმაურა ენმ-ს სამდივონს წევრი ლევან ხაბეიშვილი გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს. ,,კომპანია ,,თელმიკომ' ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები. საუბარია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტი თანხის დარიცხვაზე, რაც სემეკმა საგანგებო სხდომის შემდეგ ფაქტიურად დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა ზედმეტი დარიცხვების გამო.' - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილის თქმით, სანამ სომალთან და ვენესუელასთან ერთად საქართველო არის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიდანაც ადამიანები გარბიან, ხელისუფლება ძარცვავს ქართველ ხალხს და უწესებს ზედმეტ კომუნალურ გადასახადებს. დეპუტატი ითხოვს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს გამოძიება, მოქალაქეებს კი მოუწოდებს მიიტანონ საკუთარი ქვითრები სემეკში, ან ენმ-ს ოფისში, რის შემდეგაც ისინი საქართველოს დაზარალებულ მოქლაქეებს გაუწვენ ადვოკატირებას და იბრძოლებენ მათი ჯიბიდან მოპარული თანხების დაბრუნებისთვის.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)