|
2022-02-06 16:43:58, 974 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - რობერტ სტურუა არის მსოფლიო დონის თეატრალი და შეიძლება, სახელმწიფომ 1 500 კვ.მ მიწა გადასცეს
აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული,- ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტარი, გია ვოლსკი სახელმწიფოს მიერ რობერტ სტურუასთვის ლისის ტბაზე 1 500 კვ.მ მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემას. გია ვოლსკის თქმით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ქვეყნის წინაშე დიდი ღვაწლი მიუძღვის და 1500 კვ. მეტრი არ არის იმხელა ტერიტორია, რისი გადაცემაც სახელმწიფოს არ შეეძლოს. "რობეტ სტურუას რა დამსახურება აქვს? არ ვიცი. "მთავარი არხი" თუ დასვამს და "ტვ პირველი ამ შეკითხვას". მე ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობამ თქვენი არხის კარგად იცის რა დამსახურება აქვს რობერტ სუტურას ქვეყნის წინაშე. 1500 კვ. მეტრი დიდი ტერიტორია არ არის და თანაც არ მინდა ნინო ბურჯანაძის თემას დავუბრუნდე, იმას რა დამსახურება ჰქონდა ნახევარი წყნეთი რომ 1 ლარად მისცეს? მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული. რასაკვირველია, რობერტ სტურუა არის მსოფლიო დონის თეატრალი და შეიძლება, სახელმწიფომ მას, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის 1 500 კვ.მეტრი გადასცეს შემდგომი განკარგვისათვის," - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)