23:55 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 10:12:41, 792 ნახვა

პოლიტიკა
პეტრას აუსტრევიჩიუსი - ქართული ე.წ. ლიდერშიფის განცხადებები ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება

"საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება - მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება", - ამბობს ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩიუსი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

ევროპარლამენტარის განცხადებით ქართული ე.წ. ლიდერშიფის განცხადებები ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, უკრაინის შემდეგ შესაძლებელია საქართველოს საზღვრებთან რუსული დანაყოფების კონცენტრაცია მოხდეს.

"შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს - უკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს. იმედგაცრუებები ჩნდება და ქრება ხოლმე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მზარდ წინააღმდეგობას ვაწყდებით პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. ხშირად ეს გარე ფაქტორებითაა განპირობებული, რუსეთის ჩარევით - ვფიქრობ, კრემლს ძლიერი მეხუთე კოლონა ჰყავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მმართველ პარტიაში არიან სხვადასხვა ადამიანები, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში, ვერ ვხედავთ მმართველი ძალის სრულ მზაობას, საქმე ევროპული გზისადმი ერთგულებით აკეთონ. ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ დღის წესრიგშია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დღის წესრიგი ძალიან პოლიტიზებული და ინდივიდუალურია, და არ შეესაბამება ევროპულ აღქმას, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საუკეთესო მაგალითი, რაც, თავის მხრივ, შიდა პოლიტიკისადმი ნდობას არ აძლიერებს. ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ ქართული ე.წ. ლიდერშიპის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას", - აცხადებს პეტრას აუსტრევიჩიუსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics