01:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 13:12:16, 1885 ნახვა

ომი უკრაინაში
ივანე ჩხაიძე - ე.წ მწვანე პასპორტის გაუქმება დემოტივატორი გახდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ გაეკეთებინათ ვაქცინა

ე.წ მწვანე პასპორტის გაუქმება დემოტივატორი გახდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სურვილი გაეკეთებინათ ვაქცინა. - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ მწვანე პასპორტის მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი.

"მწვანე პასპორტების მთლიანად გაუქმება საქართველოსთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ეს რისკები უსაფრთხოების ნაკლები განცდაა. როდესაც თქვენ დახურულ სივრცეში ხართ და დახურული სივრცე მწვანე პასპორტის აუცილებლობას გულისხმობდა, ამ მექანიზმის მოხსნის შემდეგ, დახურულ სივრცეში ინფექციის გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება. ჯერჯერობით, საქართველო კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზეა. ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სავსებით შესაძლებელია, რომ მწვანე პასპორტის მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი.

რაც შეეხება მეორე მხარეს, გახდება თუ არა მწვანე პასპორტის სისტემის გაუქმება დემოტივატორი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სურვილი ჩაეტარებინათ ვაქცინა, რა თქმა უნდა, გახდება. რადგან, ვაქცინაციის ხელშეწყობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი მწვანე პასპორტის ამოქმედების. თუ ეს სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს, შესაბამისად, ხელშეწყობის ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს. სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ისედაც დაბალ ვაქცინაციის მაჩვენებელს." - განაცხადა ივანე ჩხაიძემ

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics