2022-02-01 15:14:04, 2036 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სკოლების სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწავლება ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელდება, რისთვისაც სკოლები მზად არიან.
„სწავლება გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა მიმდინარეობს - ჰიბრიდული რეჟიმით. სკოლები არიან კარგად მომზადებული იმისთვის, რომ ეს პროცესი მართონ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,