|
2022-02-01 14:29:59, 625 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ეს არის ერთგვარი ომის პარტია, აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზციის უკმაოყფილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ტექსტი ჩამოყალიბდა ზუსტად ისე, როგორც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას, კერძოდ კი, „ნაცმოძრაობას“, რომელიც მისივე თქმით, „ერთგვარი ომის პარტიაა“ სურს, რომ უკრაინაში იხილოს ომი. „ეს რეზოლუცია, მისი ტექსტი ჩამოყალიბებულია ზუსტად ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მიდგომას საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ეს ყველამ კარგად იცის, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოლიტიკა. რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგია, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბრებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორც ჩანს ეს არ ჰყოფნით, როგორც ჩანს უნდათ მეტი. ეს არის ერთგვარი ომის პარტია, მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ ჩანს მათი საუბრებიდან და მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. რაც 2008 წელს გააკეთეს მათ საქართველოში, იმას ვეღარ გაიმეორებენ, რადგან ისინი არიან დღეს ოპოზიციაში და კიდევ დიდხანს დარჩებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)