00:54 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 13:00:48, 449 ნახვა

პოლიტიკა
ლონდა თოლორაია - ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას, რაც მიღწეულია

ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლის მიზანს. ეს მიზანი, პრინციპში, მიღწეულია.  - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

ამასთან ინსპექტორი იმედს გამოთქვამს რომ, საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოთხოვნილი დროებითი ღონისძიება შეჩერდება, რომელიც სამსახურის გაყოფას ითვალისწინებს.

"ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას. ეს მიზანი, პრინციპში, მიღწეულია, იმიტომ, რომ 1 მარტიდან კნონის საფუძველზე იცით, რომ მე აღარ ვარ სახელმწიფო ინსპექტორი. ჯერჯერობით ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოდან არ შეგვხმიანებიან, რომ რაიმე სხდომა ჩაინიშნა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სხდომა ჩაინიშნება 1 მარტამდე. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს ასევე დროებითი ღონისძიება, რომ შეჩერდეს ამ ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაყოფას და ამ ორი სამსახურის ორი ახალი ხელმძღვანელის არჩევას, იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და როგორც კი დაასრულებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საკანონმდებლო ფუნქციონირებს, ჩაანაცვლებს მას ორი ახალი სამსახური" , -  განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics