|
2022-02-01 12:52:27, 453 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობა იყო
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ინსტიტუტის გაუქმებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი წინაპირობა ვიზა-ლიბერალიზაციის. „ძალიან მნიშვნელოვანია, ინსპექტორის სამსახურის როგორც როლი, ასევე მუშაობა, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია იმან, რაც ხდებოდა ამ სამსახურთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ახალ წლმადე ზუსტად მოხდა ნაჩქარევად ამ კანონის მიღება და არ იყო ინკლუზიური ჩართვა სხვადასხვა მონაწილეებს ამ პროცესში. ჩვენ დაინტერესებულები ვართ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი წინაპირობა ვიზა-ლიბერალიზაციის. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს. იმედი გვაქვს, რომ ის შეშფოთება, რაც გამოითქვა გათვალისწინებული და ასახული იქნება, როდესაც პროცესი გაგრძელდება,“- ამბობს ელჩი.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)