2022-01-31 16:48:29, 619 ნახვა
პოლიტიკა
რუსი ოპოზიციონერი, დიმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსი ოპოზიციონერი, დიმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ დიმიტრი გუდკოვი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
როგორც რუსი ოპოზიციონერი აღნიშნავს, მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
„ჩამოვფრინდი კიევიდან თბილისში. სახელმწიფო დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება ჩემი დეპორტაციის შესახებ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გაფრთხილებული იყო, მე ჩამოვფრინდი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე. დაგეგმილი მქონდა შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. ახსნა-განმარტებები არ არის, მხოლოდ მესაზღვრეების თანაგრძნობა. ყველას ესმის, მაგრამ...", - წერს დიმიტრი გუდკოვი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,