02:00 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 13:03:49, 594 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას დაარეგისტრირებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია დღესვე დარეგისტრირდება და მასზე მიხეილ სააკაშვილის წარდგენას და გამოკითხვას მოითხოვენ.

„ჩვენი ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშეა, საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის საპყრობილეში და მიგვაჩნია, რომ ეს არის რა თქმა უნდა, რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება, ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ მოექცა რეჟიმი და სახელმწიფო ინსტიტუტები არა ერთხელ და სწორედ ამისთვის, ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას, დღესვე დარეგისტრირდება ეს. ჩვენ ვიმუშავებთ კოლეგებთან, ოპოზიციასთან, რომ ეს კომისია, რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს, რომ ფარდა ავხადოთ იმას, თუ რა მოხდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, თუ როგორ მოექცა მას რეპრესიული ინსტიტუტი, სისტემა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics