|
2022-01-28 20:12:53, 1095 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი მიზანი არ არის შევარიგო პოლიტიკური პარტიები
„ვართ დღეს იმისთვის მზად, რათა ვთქვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მიუღებელია?არ უნდა იყოს გამოყოფილი პერიოდები, ყველაფერი უნდა გავიაროთ დღემდე. ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურმა პარტიებმა ეს უნდა იკისრონ თვითონ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ რაც საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, იგი პარტიებთან და მთავრობასთან შუამავალი რგოლის ფუნქციას შეასრულებს. მისი აზრით, შედეგი მაინც, უკვე სახეზეა. მაგალითი იყო ის, როცა იგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. „ამით დამტკიცდა, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. „მე ნაწილი ვარ ხელისუფლების, მაგრამ არ ვარ მთავრობა. თქვენ უნდა მიმართოთ. ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურმა პარტიებმა ეს უნდა იკისრონ თვითონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე გავამაგრო, წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი. მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და სანამ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ. მე მესმის, რომ ეს რაღაც დონეზე რთულია გასაგებად, რადგან მიჩვეულები ვართ, რომ ამ ქვეყანაში ინიციატივები და პროცესები, ზემოდან, ვეტრიკალიდან მართულია და საზოგადოებამ დაკარგა თავის ხმის უფლება. თუნდაც, როცა ხმას აძლევს არჩევნებში, ითვლება, რომ იქ მისი მანდატი არც არსებობს და შეიძლება, რომ მანდატის მიუხედავად არ შეხვიდე საკრებულოში, ან თქვა, რომ 43% დამჭირდება, რაც გაუგებარია. ვინც საზოგადოების ხმა მიიღო, ამას უნდა მიჰყვეს. ამიტომ დროულია დავუბრუნდეთ საზოგადოებას და საუბრის სივრცე დავუბრუნოთ და მივცეთ მას, თვითონ გამონახოს, სად არის იქ წერტილები, სადაც შესაძლებელია შეთანხმება. თვით საუბარი, რომელიც დაიწყება საზოგადოების სხვადასხვა დონეზე, ეს არის უკვე თავის თავში შედეგი. პირველი ეტაპის შედეგი უნდა იყოს საზოგადოებისგან, რომ დადოს საზოგადოებამ ერთი მხრივ, პრინციპები: ეს შეიძლება იყოს ქარტია, ეროვნული კრება, რომელიც შეიკრიბება, - ამას გზადაგზა ჩამოვაყალიბებთ და დაიხვეწება. ქარტია შეიძლება იყოს პრინციპები, რომელსაც იზიარებს საზოგადოება, რომელიც შემდეგ აიძულებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ გაითავისოს ეს პრინციპები. ამ შემთხვევაში ჩემი აზრი არის მეორადი, მაგრამ მგონია, იქნება რეკომენდაციები, რომელიც მივა იქამდე, - დამოუკიდებელ სასამართლომდე. საზოგადოების მოთხოვნები უფრო ჩამოყალიბებულია, ვიდრე ეს მოდის უცხოელებიდან ზოგადი ფორმით. ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა თავისი პოლიტიკური ელიტისთვის და ვნახოთ, რა რეაქციას მისცემს პოლიტიკური ელიტა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)