|
2022-01-28 17:56:21, 1107 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ფინანსურ დანაშაულში დაზარალებული არ არსებობს
„ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ანუ აღარ მედავება ზიანის მიყენებაში, ახლა უკვე მაინტერესებს ვინ არის დაზარალებული ამ საქმეში“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იუწყება. მისი განცხადებით, ფინანსურ დანაშაულში დაზარალებული არ არსებობს. „დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ ადამიანი ვის წინაშეც ვიყავით ანგარიშვალდებული, ის ადამიანი დღემდე ჩემს წინააღმდეგ პრეტენზიებს არ გამოთქვამს. მან თქვა, რომ ყველა ის ეპიზოდი, რაზეც წარდგენილი მაქვს, საქმის კურსში იყო და მოწონება ჰქონდა ამას, წინასწარი თუ შემდგომი თუ ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ანუ აღარ მედავება ზიანის მიყენებაში, ახლა უკვე მაინტერესებს ვინ არის დაზარალებული ამ საქმეში. რუსთავი 2 დაზარალებული შეიძლება იყოს, თუ ჩემს დროს არსებული მფლობელები ამაში მედავებიან, არც ერთი მფლობელი ამაში არ მედავება და ქიბარ ხალვაში რომ შემედავებოდა მე, საიდან უნდა მცოდნოდა საერთოდ, რომ ის გახდებოდა დამფუძნებელი და ქიბარ ხალვაშის აზრებს ხომ არ ვიკითხავდი ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამიტომ, დაზარალებული არ არსებობს ფინანსურ დანაშაულში. ვერ ვხვდები უკვე როგორ უნდა მედავონ იმასაც ვერ ვხვდები. ქიბარ ხალვაში თუ მედავება, მაშინ კეთილი ინებოს და ჩაერთოს, ჩვენება უნდა მისცეს. მოვითხოვთ ამდენი ხანია, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)