|
2022-01-28 17:26:02, 769 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია NDI-ის კვლევაზე - სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა, თითქმის მთლიანადაა შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია
ფაქტია, ის, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, რაც ქვეყანაში არსებულ ავტოკრატიასა და შიშზე მიუთითებს. - ასე ეხმაურება "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია NDI-ის ახალ კვლევას. მისივე თქმით, ყოველი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს ადასტურებს. ნიკა მელიას განცხადებით, ხალხის დაკვეთა სწორად უნდა იყოს გაგებული და სტრატეგიული კომუნიკაცია მთლიანად შესაცვლელია. „მოკლედ მინდა შევაფასო NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი და ის, თუ რა მიმაჩნია მნიშვნელოვან ინდიკატორებად. პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი ფაქტობრივად არ არის განსახილველი, უარების ძალიან, ძალიან მაღალი პროცენტის გამო (58% უარი პასუხზე). ამასთანავე, შეგვიძლია მცირე შედარება მოვიყვანოთ NDI-ის შარშანდელ (ივლისის) შედეგებთან, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა 6% . ტექნიკურ თუ მეთოდოლოგიურ საკითხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს - ერთი კი ფაქტია, ის, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ავტოკრატიასა და შიშზე მიუთითებს, ხოლო ყოველი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს ადასტურებს. რა თქმა უნდა მე, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი მხარდამჭერი, უკეთეს საარჩევნო (გარემოს მიუხედავად) შედეგს ვისურვებდი და სწორედ იმიტომ, რომ სურვილი სურვილად არ დარჩეს და ამ ქვეყანაში რეალურ ცვლილებებამდე მივიდეთ, სწორად უნდა გავიაზროთ რა სურს ხალხს და სინამდვილეში რა არის ყველაზე საინტერესო აღნიშნულ კვლევაში: მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მოსახლეობას მიუხედავად გამოხატული თუ არ გამოხატული პოლიტიკური პოზიციისა აქვს ერთნაირი აღქმა, კერძოდ კი: ის, რომ სიღარიბე და ეკონომიკური საკითხები ერთნაირად პრობლემატურად მიაჩნიათ, როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის მხარდამჭერებს - მნიშვნელოვანი ინდიკატორია რეალური პრობლემების. ასევე, მოსახლეობის უმეტესობა მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, მიიჩნევს, რომ არც მთავრობა და არც ოპოზიცია მოქმედებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პარტიათა შორის თანამშრომლობას (80%). მოკლედ, ზუსტად ეს საკითხები განსაზღვრავს ერთის მხრივ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი პარტიის (და არა მხოლოდ ჩვენი) მიერ ბოლოდროინდელ არჩეულ სტრატეგიას, ვიყოთ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. ანუ ყოველი დღე იყოს საარჩევნო კამპანიის მსგავსი. თუ მაქსიმალურად ვიხელმძღვანელებთ ამ ხალხის პრიორიტეტებით და არა ვიწროპარტიული ინტერესებით - ყველაფერი გამოგვივა. სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია. პირადად ჩემი აზრით, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე მომავლის ხედვა არის დაკარგული, ხალხს აქვს გაურკვევლობის შეგრძნება, ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მომავლის კონსტრუირება უნდა გავაკეთოთ და წინ ვიმოძრაოთ. ნორმალურ ქვეყანაში მთავარი სიტყვები, რაც საჯაროდ უნდა ისმოდეს, უნდა ეხებოდეს ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, ქვეყნის მომავალს, განსახორციელებელ პროექტებს და ასე შემდეგ მოკლედ, ეს წელი უმნიშვნელოვანესი წელია, უამრავ რამეს უნდა ჩაეყაროს საფუძველი”, - წერს ნიკა მელია.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)