03:03 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 18:11:03, 788 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე - ოპოზიციის ნაწილი საკუთარ დღის წესრიგს უფრო ხედავს, ვიდრე უკრაინას

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ასეთ რეზოლუციებში საკუთარ დღის წესრიგს უფრო ხედავს ვიდრე უკრაინას. - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე,  შალვა პაპუაშვლი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს, რომელზეც ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის შეთანხმება ვერ შედგა.

მისი განცხადებით,  რეზოლუციაში ყველა საკითხი ასახულია.

"ჩემი შეფასებით, აქაც სამწუხარო არის, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი, რომელიც ეხება უკრაინას, უფრო მეტად ხედავს საკუთარ თავს და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინას და იმ გამოწვევებს, რომლებიც უკრაინას აქვს.

ვფიქრობ, მთავარი არსი ტექსტში არის ასახული და ამას არავინ დავობს. რაც შეეხება ფორმებს, ეს არის მთავარი პრობლემა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციიის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა და უფრო მეტად ასეთ რეზოლუციებში ხედავს საკუთარ დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინის თუ საქართველოს უსაფრთხოების საკითხს. უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი სახის რეზოლუციები, რომელიც შეეხება უსაფრთხოების ან საერთაშორისო საკითხებს, იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით მიღწეული. სწორედ ამისი მცდელობა იყო, როდესაც ფრაქციებს ჰქონდათ კონსულტაცია, თუმცა სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ვერ შედგა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics